შოთა მურღულიას თანამდებობაზე დღის ბოლომდე აღადგენენ
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან კირკიტაძის განცხადებით, მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენების განცხადებას დღის ბოლომდე ბათილად გამოაცხადებს.
"პირველი რასაც გავაკეთებ, ამ განცხადებას გავაუქმებ," – განაცხადა ლევან კირკიტაძემ newpress.ge-სთან საუბარში.
როგორც კირკიტაძე აცხადებს, მას აღნიშნული განცხადების გაუქმების უფლებამოსილება, კანონმდებლობით აქვს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას თანამდებობიდან გადაყენების განცხადება საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა 12 თებერვალს დაწერა.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა