ბობოხიძეს სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმას, ლევავ ბობოხიძეს დღეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლევან ბობოხიძეს, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო და კერძო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავება.
ლევან ბობოხიძე სამართალდამცავებმა 28 მარტს დააკავეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა