რას ჰყვება დედა, რომლის ქმარმა შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა
ვანში, ოპერაციის დაუფინანსებლობის გამო, მომხდარი ტრაგედიი დეტალებზე newpress.ge–ის ქარჩახაძეების ოჯახის წევრი თავად ესაუბრება.
ლია ხურციძე, რომლის ქმარმა, მერაბ ქარჩხაძემ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა, ამბობს, რომ ბავშვმა ხელი მიმდინარე წლის 18 მარტს მოიტეხა.
"იმის გამო, რომ ვანში საავადმყოფო არ არის, მეორე დღესვე ქუთაისში, რკინისგზის საავადმყოფოში მივედით, საიდანაც ბავშვთა საავადმყოფოში, ექიმ ირაკლი რობაქიძესთან გადაგვამისამართეს. ექიმმა, ფორმა ასსში ჩაგვიწერა, რომ ოპერაცია ხუთ დღეში გაკეთდებოდა", – ჰყვება ლია ხურციძე. მისივე თქმით, ბავშვი ხუთ დღეს ვერ ითმენდა ტკივილების გამო. ის ამბობს, რომ ცხელ ხაზზე რეკავდა (ვერ იხსენებ რა ნომერზე რეკვად) რადგან, ბავშვს ოპერაცია სასწრაფოდ ესაჭიროებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
"ჩემი ქმარი გაგიჟდა ამაზე. ამიტომაც მიიღო თავის მოკვლის გადაწყვეტილება, წერილი დატოვა, შემოსული ფულით ბავშვს ოპერაცია გაუკეთეთო. თავს დაგვატყდა ტრაგედია", – ამბობს ოჯახის დიასახლი.
ქარჩხაძეების ოჯახი სოცილაურად დაუცელია. როგორც ვანის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების ექიმი ამბობს, სასწრაფო ოპერაციაზე უარი პაციენტს სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი"მ– უთხრა. ქარჩხაძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე ჯანდაცვის სამინიტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.
ამ წუთებში newpress.ge-ის ჟურნალისტი ქარჩხაძეების ოჯახში იმყოფება. მომხდარი ტრაგედიის თაობაზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწოდებთ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა