|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" შოთა მურღულია დაასახელა

ამ წუთებში თბილისის სპორტის სასახლეში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მერობის კანდიდატად შოთა მურღულია დაასახელა.
"ის არის პროფესიით ეკონომისტი, რომელსაც ბევრი წვლილი მიუძღვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. სწორედ ასეთი მერი ჭირდება ქუთაისს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" მიმდინარე წლის 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია დღეს  ოფიციალურად გახსნა. აღნიშნულის შესახებ სპორტის სასახლეში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ განაცხადა. 
დღევანდელ შეკრებაზე "ქართული ოცნება" 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატებს დაასახელებს.
ღარიბაშვილის განმარტებით, მერების არჩევა 50 პროცენტიანი ბარიერით მოხდება. 


ავტორი: ნიუპრესი