ქუთაისის ცენტრალურ მოედანი ორმაისობის გამო გადაკეტილია
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკონცერტო სცენის მოწყობა მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანსა და ნიუ პორტის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეღზუდულია.
ასევე, ორმაისობის დღესასწაულისთვის მოედანზე მდებარე ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადზე, დღეს ახალი ბანერი, წარწერით – "ტრადიციები გრძელდება" გააკრეს.

ორმაისობის, იგივე გვირილობის დღესასწაულზე ქალაქის უბანებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაიხარჯება.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა