|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორმა მრჩეველთა საბჭოს წევრები დაასახელა

იმერეთის გუბერნატორმა მრჩეველთა საბჭოს წევრები დაასახელა. მრჩეველთა საბჭო 30 ადამიანისგან შედგება და ფუნქციონირებას დღედან შეუდგება.

ზურაბ ქაჯაია, თეიმურაზ ლანჩავა, დავით ხახალეიშვილი, ლევან როხვაძე, ბენია თხილავა, მერაბ კვიცარიძე, რობერტ გოლეთიანი, თამაზ მიქაძე, რევაზ რობაქიძე, ზურაბ ჯავახაძე, გიზო თავაძე, თამარ ღვინიანიძე, კონსტანტინე ჭარხალაშვილი, გურამ თურქაძე, თეიმურაზ კეპულაძე, გრიგოლ ყურაშვილი, პაატა კლდიაშვილი, მერაბ კეზევაძე, მაია სიმონიძე, ალექსანდრე ბაძგარაძე, გიორგი კიკვაძე, გიორგი სიხარულიძე, მარინა შალამბერიძე, ბაკურ ბალანჩივაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომელთაგან იმერეთის გუბერნატორის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა.
ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოში პროფესიონალი და გამოცდილი კადრები შევიდნენ. 
"საბჭოს შექმნით მოგვეცა საშუალება გამოცდილი ადამიანებისგან რეკომენდაციები მიგვეღო. თითოეულ სფეროში მოიძებნა ისეთი ადამიანები, ვისაც შედეგები ჰქონდა," – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა.
გუბერნატორის მრჩეველთა საბჭო 18 სხვადასხვა სფეროს მოიცავს. 

 

ავტორი: დეა მანაგაძე