თერჯოლის გამგებლობის კანდიდატი - მედიას ყოველკვირეულად მივაწვდით სენსაციურ ინფორმაციას, რომელიც ძალოვნებს შოკში ჩააგდებს
"ქართული ოცნება" სამართლიანობის აღდგენის სახელით
მოვიდა, მაგრამ დღეს ბევრი უსამართლობის ჩამდენი ისევ თანამდებობებზე რჩება ძალოვან
სტრუქტურებში", - განაცხადა პარტია "საქართველოს გზის" თერჯოლის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა ნიკოლოზ მემანიშვილლმა. მემანიშვილმა, რომელიც ამავდროულად
"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის " ხელმძღვანელია, აღნიშნული განცხადება დღეს ქუთაისში,დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მემანიშვილმა წარმოადგინა გაუხსნელ საქმეთა ჩამონათვალი, რომლებიც ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც არ გახსნილა. კერძოდ ისაუბრა ვარციხის ე.წ. სპეცოპერაციაზე, რომელიც 2006 წლის 23 თებერვალს მოხდა და სადაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა.
"უიარაღო ახალგაზრდები
ტერორისტებად მიიჩნიეს და დახოცეს. მაშინდელი შსს-ს წარმომადმგენლები ადამიანების დახოცვაში
იღებდნენ პრემიებს და ამიტომ მიზანმიმართულად ხოცავდნენ ხალხს. ვარციხის სპეცოპერაციის
მონაწილე დღესაც მაღალ თანამდებობაზე
რჩება. ", -განაცხადა მემანიშვილმა.
ბრიფინგზე იმყოფებოდა ვარციხის სპეცოპერაციისას დაღუპული
ერთ-ერთი ახალგაზრდის მამა, რამინ კიზირია, რომელმაც წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს
ავალებს საქმის ხელახალ გამოძიებას და დაღუპულთა ოჯახებისთვის მორალური ზარალის ანაზრაურებას თითოეულს ათი ათასი ევროს ოდენობით.
მემანიშვილი აცხადებს რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა უსამართლობის ჩამდენი იყოს დასჯილი. "ვაანონსებ, რომ მედიას ყოველკვირეულად მივაწვდით სენსაციურ ინფორმაციას,
რომელიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს
შოკში ჩააგდებს და ისინი იტყვიან ერთადერთ სიმართლეს", - აცხადებს მემანიშვილი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი