|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის ყოფილი დირექტორი თეატრის შენობაში არ შეუშვეს

ხატია ვედმედევა ვერ აკმაყოფილებს  იმ მოთხოვნებს რაც საჭიროა ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობაზე წარმატებული მუშაობისთვის, - ეს გახდა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის ხატია ვედმედევას თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი. აღნიშნული მიზეზს ოპერის თეატრის  სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე იმ განცხადებაში აღნიშნავს რომლითაც მან კულტურის სამინისტროს მიმართა.

თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა ხატია ვედმედევამაც საგანგებო ბრიფინგზე რომელიც მან ოპერის წინ გამართა (რადგან ვედმედევას თქმით იგი ოპერაში არ შეუშვეს ბრიფინგის ჩასატარებლად და თანამშრომლებთან დასამშვიდობებლად).

"მე მიჩნდება ერთი კითხვა: ადამიანი რომელიც 8 თვის განმავლობაში იმყოფება ადგილზე სასახურში, დავიწყებული მყავდა ჩემი ოჯახის წევრები, საკუთარი თავი დ ა მხოლოდ თეატრის განვითარებისთვის ვზრუნავდი როგორ უნდა მითხარას სამხატვრო ხელმძღვანელმა რომ  ვერ ვასრულებ  მოვალეობას, როდესაც თავად 8 თვის მანძილზე მხოლოდ  3 კვირა იმყოფებოდა სამსახურში", - აღნიშნა ვდმედევამ.

ოპერის უკვე ყოფილი დირექტორის მხრიდან ფინანსური დარღვევების შესახებ არსებულ ბრალდებას ვედმედევამ აბსურდი უწოდა. "დარღვევები არის, მაგრამ ბუღალტრის მიერ დაშვებული. მისი თანადებობიდან გათავისუფლების  მცდელობა არაერთხელ მქონდა,რადგან ჩემს ბრძნებებს არ ასრულებდა, მაგრამ ბუღალტერს როგორც ჩანს ყავდა მფარველები და ის რჩება თეატრში",-  განმარტა ხატია ვედმედევამ.  

ვედმედევას თქმით  თანამშრომლებს აუკრძლეს მის ბრიფინგზე დასწრება "სიტყვიერად არიან გაფრთხილებული: ვინც აქ დღეს გამოვა გათავისუფლდებიან სამსახურიდან", - განაცხადა ვედმედევამ.

ვედმედევას განცხადებით ის ცენტრალური ხელისუფლებიდან არ გაუთავისუფლებიათ, ამიტომ იგი მთავრობას მიმართავს და ყველაფერს გაარკვევს. 

რას აცხადებს გოგი ჭიჭინაძე, აღნიშნულის თაობაზე ის დღეს საღამოს ბრიფინგზე ისაუბრებს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი