|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასაპარლამენტო ოპოზიცია - 22 წელია საქართველო დადის მანკიერ წრეზე

ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიცია"  ქუთაისის მერობისა და  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა. ბლოკი ორ პარტიას  "ახალ მემარჯვენეებსა“  და „თავისუფალ საქათველოს“ აერთიანებს. აღნიშნული კანდიდატები ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ წარმოადგინა. "არასაპარლამენტო ოპოზიციამ"ქუთაისის მერობის კანდიდატად მაგდა (მიმი) გაბრიჩიძე დაასახელა, ხოლო ბლოკის პირველ ნომრად პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

"ყველა ეს ადამიანი  გასული ათი წლის მანძილზე იყო ყველა ბრძოლოს მონაწილე. ჩვენი ბლოკი შედგება  ბრძოლის გამოცდილების მქონე პირებისგან და არა ბიუროკრატებისგან. ჩვენი სლოგანი იქნება  -ცვლილებები. ხალხმა უნდა აირჩიოს ცვლილებები, ვინაიდან 22 წელი საქართველო დადის მანკიერ წრეზე,  იცვლებიან პარტიები, მთავრობები, მაგრამ ერთი დ ა იგივე ადამიანები არიან ხელისუფლებაში.  ჩვენ ბლოკი კი აერთიანებს ახალ ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ კორუფციაში გასვრილი ხელი დ ა ბიოგრაფია", - აღნიშნა კახა კუკავამ.  

ქუთაისის მერობის კანდიდატისა და სიის პირველი ნომრის  სამოქმედო გეგმა სოციალურ სფეროს უკავშირდება. "ადამიანების დასაქმება და  მათი კეთილდღეობა  ესაა ჩვენი პრიორიტეტი. საამისოდ შევქმნით ქუთააისის განვითარების ფონდს.  რომელიც დააფინანსებს და  გასცემს იაფფასიან კრედიტებს მცირე მეწარმეებისთვის. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე გავაუქმებ ყველა პრემიას, რომელიც დაწესებულია მერიაში, ამ გამოთავისუფლებული ხარჯებით დავეხმარებით ქალაქს, მერია უნდა გადაიქცეს დიდ ოჯახად", - აღნიშნა მაგდა გაბრიჭიძემ.

კახა კუკავამ  რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარმოადგინ. „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ სამტრედიის გამგებლობის კანდიდატი დავით ბაღდავაძე იქნება, ზესტაფონში  გამგებლობის კანდიდატი  ელგუჯა კვეტენაძე, ჭიათურაში -  როსტომ ცარციძე,  საჩხერეში - გელა არჩვაძე, ხარაგაულში - როინ ხიჯაკაძე, ონში - ანზორ მეტრეველი. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი