|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყვარყვარეობა გრძელდება" - ძეგლის პატივგება ქუთაისში

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ძეგლის პატივგებით გაგრძელდა. მხარის პირველმა პირებმა მერაბ კოსტავას ძეგლი შეამკეს.
 "სიმბოლურია რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და მერაბ კოსტავას 75 წლის იუბილეს თანაბრად აღვნიშნავთ, არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში. მერაბ კოსტავას ცხოვრება არის მაგალითი თითოეული ჩვენთაგანისთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას", - განაცხადა იმერეთის მხარის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.

ძეგლი შეამკეს საზოგადოებისთვის  ცნიობილმა ძველმა და ახალმა სახებმა, სხვადასხვა ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებმა და ჩოხოსნებმა.

"უცნაურია, რომ დღეს "შავლეგოს" ფონზე მერაბ კოსტავას ძეგლს ამკობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლის რეჟიმი თავის დროზე დევნიდა და აპატიმრებდა მერაბ კოსტავას. ყვარყვარეობა გრძელდება", - განაცხადა პოეტმა ნანა გასვიანმა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი