ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში იმიტირებული საგამოძიებო პროცესი გაიმართა
ქუთაისის წმინდა ნინოს მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში "იმიტირებული გამოძიება" ჩაერთვნენ. აღნიშნული პროექტი ქუთაისის პროკურატურის ინიციატივით "პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის" კვირეულის ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მე-8-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძემ დააჯილდოვა.
"სიმბოლურია, რომ პროექტის განხორციელება პირველად ქუთაისიდან დაიწყო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ენახათ თუ როგორია ნამდვილი გამოძიება, რაც მათი სამარათლებრივი კულტურის ამაღლებას შეწყობს ხელს," - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
"იმიტირებულ გამოძიებაში" მონაწილე მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით, კვალის აღებას, დამნაშავისა და მოწმეების დაკითხვის პროცესებს გაეცნენ.
"პროფესიონალების დახმარებით ძალიან საინტერესო და ჩვენთვის აქამდე უცნობი დეტალები გავიგეთ. აღმოვაჩინე, რომ თურმე, შემიძლია ასეთი რამეების გაკეთება," - აღნიშნა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა ბერეკაშვილმა.
მთავარი პროკურორის მოადგილის განმარტებით, 2014 წლის 7 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა