|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ნაციონალების" მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. კახა ხვარეშიას განცხადებით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები ავტოქარხნის უბნის ამომრჩეველებთან აგიტაციას ქუთაისის მერის სახელით ეწევიან და ასევე, "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის, შოთა მურღულიას და ამავე უბნის მაჟორიტარი კანდიდატის, მურმან გუბელაძის საინფორმაციო ბუკელეტებს არიგებენ. 

"40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ "ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველს მერიის თანამშრომლებად ეცნობიან და მათ პრობელემბზე ინფორმაციას აგროვებენ. მოსახლეობას პირდებიან, რომ არჩევნებამდე საჭირო ნივთებს მიაწვდენენ, ჭირდებოდათ აქამდეც, მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდევთ, ნეტავი კი გააკეთებდეს რამეს," - აცხადებს კახა ხვარეშია.
კახა ხვარეშია "ქართული ოცნების" ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატს დებატებში იწვევს. 
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ავტოქარნის უბანში, რეგიონული გავითარების ფონდის მიერ დაფინასებული პროექტი, ხარებავას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ასევე, პროგრამულად გზის საფარის დაგება რამდენიმე ქუჩაზე ხდება. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ ბასილაძე აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლები მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების ინსპექტირებას აწარმოებენ.
"მოსახლეობაში ვაწარმოებთ გამოკითხვას თუ სად უნდა დაიგეგმოს ღვარსადენების რეაბილიტრაცია მომდევნო ეტაპზე. არანაირ დაპირებას ჩვენი მხირიდან ადგილი არ აქვს, იმის გამო რომ თანხები არ გვაქვს," - აცხადებს მალხაზ ბასილაძე. 

ავტორი: დეა მანაგაძე