|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფიჩხიის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარ ხმებს "ქართული ოცნების" კანდიდატს უთმობს

საფიჩხიის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, მამუკა ჩიხლაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ჩიხლაძემ კანდიდატურა "ქართული ოცნების" საფიჩხიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკოლოზ ლატარიას სასარგებლოდ მოხსნა.
მამუკა ჩიხლაძე განმარტავს, რომ მისი და კოალიციის კანდიდატის საარჩევნო მიზნები საფიჩხიასთან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა.
"ნიკოლოზ ლატარია კარგი ახალგაზრდაა და მე, როგორც უფროსი მეგობარი, საარჩევნო კამპანიაში დავეხმარები. ჩემი კანდიდატურა მოვხსენი, რადგან არ მინდოდა "ქართული ოცნებისთვის" ხელი შემეშალა," - განაცხადა ჩიხლაძემ. 

ავტორი: დეა მანაგაძე