|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები - Forbes-ის რეიტინგი

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა თავისი ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი - მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები.

კიდევ ერთხელ სიაში, პირველ ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს. იგი ყველაზე ძლიერ და გავლენიან ქალბატონად უკვე მეცხრედ აღიარეს. გერმანიის კანცლერი მართლაც საოცარი ქალი გახლავთ. ის ხისტი რიტორიკითაა ცნობილი, შინაც და უცხოეთშიც პოპულარობით სარგებლობს, მისი წყალობით, გერმანია ისევ ძლიერი და გავლენიანია.

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ამერიკელი ეკონომისტი, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯანეტი Forbes-ის ამ რეიტინგში ახალბედაა.

პირველად არ მოხვედრილა გავლენიანი ქალბატონების სიაში, Microsoft-ის დამფუძნებელის ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა , რომელიც ოჯახის საქველმოქმედო ფონდის თანათავმჯდომარეა.

რეიტინგის მეოთხე ადგილს - ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა პოუსეფი იკავებს, ხოლო ხუთეულს ასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორი ქრისტინე ლაგარდი.

ntv.ru

"ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი