|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჭადრაკო კლუბი საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატს მასპინძლობს

2014 წლის 30 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით ქუთაისში ჭადრაკში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში 10, 14, 18 წლის მოზარდები იასპარეზებენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემიონატებში მონაწილეობისთვის. ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემა ფულადი ჯილდოები, რომელიც მათთვის ქუთაისის მერიამ დააწესა. საპრიზო ფონდი 15000 ლარს შეადგენს. შეხვედრები საჭადრაკო კლუბ "მაიაში" გაიმართება

ასაკობრივი ჩემპიონატი საჭადრაკო კლუბ "მაიაში" დღეს გაიხსნა. 

აღნიშნული ჩემპიონატის შესახებ მემორანდუმი ქუთაისის მერიასა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის 2014 წლის იანვარში გაფორმდა.


ავტორი: ნიუპრესი