ქუთაისში ტურისტული სეზონის გახსნა ყვავილების ფესტივალით აღინიშნა
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ყვავილების ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
„ფესტივალი 31 მაისს საქართველოს მასშტაბით სამ სხვადასხვა ლოკაციაზე აღნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნას. არის სხვადასხვა აქტივობები: ყვავილების გამოფენა- გაყიდვა, თოჯინების თეატრის სპექტაკლები და სხვა",- აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელმა ანა გულდედავამ.
ქუთაისურ ღონისძიებებს ჯგუფ "ურსას" კონცერტი
დაასრულებს.
ქუთაისის პარალელურად ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა ბორჯომში, სადაც კოსტიუმირებული
წარმოდგენა აჩვენეს, ასევე რაჭაში, სადაც ორდღიანი
ტური მოეწყობა და ხვალ 1 ივნისს დასრულდება.
ყვავილების ფესტივალი ოფიციალურად 1 ივნისს დასრულება, თბილსიში
ლისის ტბაზე. "ოფიციალურად დავასრულებთ
ღონისძიებებს და გავხსნით ტირისტულ სეზონს", - აღნიშნა ანა გულდედავამ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი