"მე ვარ 19 წლის ნათია, ტრეფიკინგის მსხვერპლი, გადამარჩინეთ!"
ადვოკატი, ლედი ტუკვაძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ტრეფიკინგის მსხვერპლის გადასარჩენად განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი მიმართავს ყველას, მოძებნონ ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილი, 19 წლის ნათია.
"მე ვარ 19 წლის ნათია, ტრეფიკინგის მსხვერპლი.
მიპოვნე საქართველოვ! გადამარჩინეთ"!!!
მე ვარ ლედი ტუკვაძე, ნათიას ადვოკატი. იძულებული გავხდი, რომ მოგმართოთ ყველას: ამოვწურეთ ყველანაირი სამართლებრივი რესურსი.
მივმართავ, სრულიად საქართველოს, ყველა ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეს, ჩემს თანაქალაქელებს: სამართალდამცავებს არ ჰყოფნით რესურსი, დიდად არც არიან მოტივირებულნი რომ მოძებნონ ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილი, 19 წლის ნათია. ჩემი არაერთგზის მოწოდებისა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გამოევლინათ ის მაღალჩინოსანი პოლიციელი, ვინც ლობირებდა ტრეფიკინგით დაკავებულ ჯგუფს, დარჩა ყოველგვარი რეაგირების გარეშე.
გემუდარებით ყველას!!!
გავერთიანდეთ ამ ყველაზე დიდი ტკივილის ირგვლივ და ერთად მოვძებნოთ ნათია გიორგიძე," - ნათქვამია, ადვოკატის განცხადებაში, რომელსაც ის facebook-ის საკუთრ გვერდზე ავრცელებს.
ავტორი: ნიუპრესი