შოთა მურღულია - მნიშვნელოვანია პატარებს უზრუნველი ბავშვობა შევუქმნათ (+ვიდეო)
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ველო მარათონი და ასფალტზე ცარცით ხატვაში კონკურსი მოეწყო. ბავშვების მიერ გამართულ ღონისძიებას "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მუღრულია და ნიკეას ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი, ირმა პეტრიაშვილი დაესწრო.
შოთა მურღულია დღესვე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად თოჯინების თეატრში სპეკტაკლს "კარლსონი და ბიჭუნას" დაესწრო.
"ყველა პატარას ვულოცავ დღევანდელ დღეს, მათთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის ღონისძიებები. ასევე, მნიშვნელოვანია მათ შევუქმნათ უზრუვლელი ბავშვობა", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა