|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ვარლას“ ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში პირველი გამოფენა გაიმართა

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ საგამოფენო დარბაზში "ვარლა" საგაზაფხულო გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 41 მხატვრის 111 ნამუშევარი, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

საგაზაფხულო გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ყავდა, როგორც ხელოვნების მოყვარულები, ასევე პოლიტიკოსები, მერობის კანდიდატები. დამთვალიერებელთა მრავალფეროვან სპექტრს ნამუშევრებიც  მრავალფეროვანი დახვდა. თუმცა ეს მრავალფეროვნება ნაკლებად შეეხო სახვით ხელოვნებაში თანამედროვე მიმდინარეობათა გარკვეულ ნაწილს. ეს იმით აიხსნა, რომ ყველა სტილსა და მიმდინარეობას თავისი სივრცე ჭირება. „ თანამედოვე ხელოვნებაში იმდენი რამ ხდება და იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ ყველაფერს ვერ მოიცავ. მაგალითად არის მიმდინარეობა ჰიპერრეალობა  ანუ  რეალიზმის კიდევ უფრო მეტად შეყვარება. არიან ასეთი მხატვრები რომლებიც რეალიზმსა და სიურრეალიზმში მუშაობენ,  თანაც მუშაობენ ერთგვარი სოციალისტური ხედვით, ბურემასი მაგალითად, მას ყველაფერი ერთად აქვს. მრავალფეროვნება „ვარლას“ ამ გამოფენაზეც ჩანს.  თუმცა კონკრეტულ მიმართულებებს და სტილებს თავისი საგამოფენი სივრცე სჭირდება “, - აღნიშნა მხატვარმა თეა სულაბერიძემ.

თუმცა რამოდენიმე თვის მანძილზე მხატვრებს ეს საგამოფენო სივრცეც არ ჰქონდათ, რადგან 31 იანვარს ხანძარმა „ვარლას“ საგამოფენო დარბაზი გაანადგურა და 40 ათასი ლარის ღირებულების ზარალი მიაყენა. მერიამ მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის დარბაზ „ვარლას“ რეაბილიტაციისთვის 6 ათასი ლარი გამოყო. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი