გოგი წულაია – ქუთაისის მერია დადგენილებებს მხოლოდ მოკვდავებისთვის წერს
საარჩვენო ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისში არათანაბარ საარჩვენო გარემოზე საუბრობს. ბლოკში შემავალი პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი წულაია აცხადებს, რომ ქუთაისში საარჩვენო სუბიექტების პლაკატების გაკვრაზე იგივე აკრძალვები ვრცელდება, რაც წინა ხელისუფლების დროს.
წულაიას განცხადებით, წინა და მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუთაისში ელექტროგანათების ბოძებზე კანდიდატების საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია.
"ქართულმა ოცნებამ" გაიმეორა ის აბსურდი, რაც თავის დროზე გია თევდორაძემ აკრძალა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითონ ამ ორივე კანდიდატმა ბოძებზე თავიანთი პლაკატები გააკრეს. ეს არის კანონის უპატივცემულობა. გამოდის, რომ ისინი დადგენილებებს წერენ მხოლოდ ჩვენთვის, მოკვდავებისთვის და არა თავის თავისთვის," – აცხადებს გოგი წულაია.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე, 2014 წლის 24 აპრილის ქუთაისის საკრებულოს ბრძანებას აპროტესტებს, რომლის მე–6 მუხლი განმარტავს, რომ საარჩვენო პლაკატების გაკვრის შესახებ ბრძანების შერულების კონტროლი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას ეკისრება.
"საინტერესოა, შოთა მუღღულია როგორ დაიჯარიმებს საკუთარ თავს," – აცხადებს გოგი წულაია.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა