ქუთაისის მერიის შენობაში მაკულატურის შესაგროვებლად მწვანე ყუთი განათავსეს
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მწვანე ყუთი განთავსდა. მწვანე ყუთი მაკულატურის შეგროვებას უნდა მოხმარდეს, რომელიც მერიის შენობაში მრავლად გროვდება. აღნიშნული აქცია ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრისა და ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის ინიციატივით გაიმართა. აღნიშნულ შენობაში შეგროვებული მაკულატურიდან შემოსული თანხით მოსწავლეები გარემოს დაცვითი ღონისძიებების გამართვას გეგმავენ.
„სამოქალაქო კლუბის ინიციატივით საჯარო დაწესებულებებში და იმ დაწესებულებებში, სადაც ბევრი ფურცელი მოიხმარება
მაკულატურის შეგროვება ხდება. ეს არ არის პირველი ამ ტიპის ღონისძიება, რომელიც განახორციელეს სამოქალაქო
კლუბებმა. მათი მიზანია შეგროვდეს მაკულატურა, ჩააბარონ შესაბამის დაწესებულებაში და აღებული თანხით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები,
როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა სკოლებისა და თემების ტერიტორიაზე, სკოლის ბიბლიოთეკების
გამრავალფეროვნება და ა.შ, “- აღნიშნა ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების
ცენრტის პროგრამების დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა.
აღნიშნული კლუბების ინიციატივით მწვანე ყუთები განთავსებულია პარლამენტში, უნივერსიტეტში და საჯარო სკოლებში.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი