ქუთაისში ქალაქ-მუზეუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარი უბნის პრობლემებს სლაიდებით ასაჯაროებს
ქუთაისში, ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გიორგი ხაზარაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამომრჩევლებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა უბანში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემებზე ისაუბრა.
მწვანეყვავილას ქუჩაზე არსებული 9 სულიანი ოჯახის მძიმე საცხოვრებელი გარემო, კიბულის ქუჩის ამორტიზებული წყლის სისტემა და ათეული წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი გზის საფარი, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემები - ეს ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული პრობლემათა ჩამონათვალის ნაწილია, რომელიც გიორგი ხაზარაძემ შეხვედრაზე სლაიდების სახით წარმოადგინა.
"ჩვენი მიზანია ეს პრობლემები გავხადოთ საჯარო, რადგან გვინდა, რომ მათი მოგვარება იყოს ხელისუფლების ხვალინდელი დღის გეგმა. იმედი მაქვს, ვისაც ხელეწიფება მათი მოგვარება, არ გამოიყენებს იმ მავნე ჩვევას, რასაც საქმის სანახევროდ კეთება ქვია და თანხას სწორად, მოსახლეობის პრობლემების გათვალისწინებით დახარჯავს, " - განაცხადა გიორგი ხაზარაძემ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა