შოთა მურღულია - ვიქნები გარანტი იმისა, რომ ბიზნესზე ზეწოლა არ იყოს
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა შოთა მურღულიას მხარდამჭერთა დარბაზში შედგა. ბიზნესმენებმა მერობის კანდიდატს იმ პრობლემებზე ესაუბრეს, რომელიც ამ სფეროში წლებია არსებობს.
მათი თქმით, 2012 წლიდან მოიხსნა ზეწოლა მათ საქმიანობაზე რაც მათთვის დიდი შეღავათია.
"ქალაქის მერი და თვითმმართველობა უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი. ჩვენი მიზანია ბიზნესი განვითარდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული", - განაცხადა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა