ბრიტანეთის ელჩი შოთა მურღულიას შეხვდა
ქუთაისში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს, შოთა მურღულიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს თუ რამდენად სტაბილური გარემოა ქუთაისში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ასევე, როგორ ემზადება ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს," -აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



12:25
16:44
10:53
16:34
















