10 საათის მონაცემებით ქუთაისში ამომრჩეველთა 4,57%-მა მისცა ხმა
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით ქუთაისში 7 306-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4,57%-ია.
"არქტივობის ნორმალური მაჩვენებელია," - აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით
ქუთაისში ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები აირჩევა.
ქუთაისის ოლქში არჩევნებში მერობის 7 კანდიდატი მონაწილეობს,
აქედან 2 ქალია. ხოლო მაჟორიტარების 86 კანდიდატიდან, ქალი 17-ია. რაც შეეხება პარტიულ
სიებს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიულ
სიებში წარდგენილია საკრებულოს წევრობის 255 კანდიდატი.
ქუთაისში 153, 537 ამომრჩეველია რეგისტირებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა