ქუთაისში 100 უბნის მონაცემებით - მურღულია 50,69%, თევდორაძე - 26,44
ქუთაისში ამ დორისათვის 100 საარჩევნო უბნის ხმებია დათვლილი. რომლის მიხედვით, ქუთაისში მერობის კნადიდატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა" ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, შოთა მურღულიას ხმების 50,69% აქვს მიღებული, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, გია თევდორაძეს - 26,44%, ხოლო მესამე ადგილზეა ბლოკ "ნინო ბურაჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მერობის კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი, რომელმაც ხმების 13,25% აქვს მიღებული.
ქუთაისში კიდევ 25 საარჩევნო უბნის ხმებია დასათვლელი.
ქალაქში სულ 125 საარჩევნო უბანია.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა