|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას ხვალ დაიწყებს

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას ხვალ, 12:00 საათზე დაიწყებს. საოლქომ, ქალაქში არსებული 125 საარჩევნო უბნიდან სულ, 20 საჩივარი მიიღო. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება და ისინი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. 
"არცერთი საჩივარი არ იძლევა იმის საფუძველს რომ უბნებზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი", - ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი. 

ქუთაისში 153, 537 ამომრჩეველია რეგისტირებული.

15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 43 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ით ნაკლებია გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქუთაისში დაფიქსირებულ მონაცემებთან. 



ავტორი: ნიუპრესი