ქუთაისში არჩევნები "სუს"–მა ჩაატარა - "არასაპარლამენტო ოპოზიცია"
საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სიის პირველი ნომრის, გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნები დაშინებით და შანტაჟით ჩატარდა. მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე "არასაპარლამენტო ოპოზიციის" კოორდინატორები "სუს"–მა დააშინა და მათ წინააღმდეგ აამოქმედა.
"მაქვს ინფორმაცია და მტკიცებულებაც, რომ საარჩევნო უბნებზე სუსი, იგივე უშიშროება მუშაობდა. ის, რომ მე უბანზე ავიღე 2 ხმა, იმაზე ნაკლები, ვიდრე "პატრიოტებმა", ეს მარაზმია. ამას ადამიანი ვერ დამაჯერებს, რადგან ასე თუ ისე, ქალაქში ნამდვილად მაქვს ცნობადობა. გვექნება ახალი საკრებულო, რომლებიც არა ხალხის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებული, არამედ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც არჩევნები მოაგებინეს. ესენი 2 თვეში ისევე დაიწყებენ ბალახობას, როგორც წინა მოწვევის საკრებულო ბალახობდა. ქუთაისს ეყოლება უსახური საკრებულო," – განაცდახა გოგი წულაიამ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა