გია თევდორაძემ შოთა მურღულიას გამარჯვება მიულოცა
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ "ქართული ოცნების" კანდიდატს, შოთა მურღულიას გამარჯვება მიულოცა და წარმატებები
უსურვა. თუმცა, თევდორაძემ აღნიშნა, რომ იმ ხმების ოდენობა, რომელიც მურღულიამ ქუთაისში
მიიღო დამაჯერებელი არ არის, რომლის ფუჭი იმედიც თავად "ოცნებას" ქონდა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ქუთაისელ ამომრჩეველს იმ ნდობისთვის, რომელიც მას გამოუცხადეს და
გამოვლინდა არჩევნების შედეგებში.
"მინდა მადლობა გადავუხადო იმ 26 პროცენტისთვის ამომრჩეველს, რომ მე მხარი დამიჭირეს და ის ფუჭი იმედი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური რელსებიდან გაქრებოდა
ამაო აღმოჩნდა. რამდენადაც შემეძლება, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, შევეცდები, შევასრულო მთავარი დაპირება, ვგულისხმობ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხს," – განაცხადა თევდორაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემა დარღვევებით
მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნა, რომ კონკრეტული დეტალებისგან თავის შეკავებას
ამჯობინებს, რადგან მტკიცებულებები არ აქვს.
ავტორი: თეკლე მორგოშია