შოთა მურღულია - არჩევნები ქუთაისში დემოკრატიულად ჩატარდა
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა, შოთა მურღულიამ ჩატარებული ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნები დადებითად შეაფასა.
როგორც მურღულია ამბობს, არჩევნები ქუთაისში დემოკრატიულად ჩატარდა.
"მართალია ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ქუთაისში საარჩევნო კარუსელები დატრიალდა, მაგრამ რეალურად ქუთაისში არჩევნები ძალიან მაღალი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდა. მადლობას ვუხდი ყველას ვინც არჩევნებზე მოვიდა,"-ამბობს მურღულია.
მურღულია ქუთაისელებს, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე იმ პრობლემების მოგვარებას პირდება, რაც მოსახლეობას აწუხებს.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქუთაისელების პრობლემები და ის საკითხები რაც ხალხს აწუხებს მოგვარდეს,"-ამბობს მურღულია.
ქუთაისში 125-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ბარიერი გადალახულია. ხმების 50,75% "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ მიიღო. მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, გიორგი თევდორაძეს ერგო 26.07 (%), ხოლო მესამე ადგილზეა ბლოკ "ნინო ბურაჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მერობის კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი, რომელმაც ხმების 13.45 % აქვს მიღებული.
ქუთაისში 153, 537 ამომრჩეველია რეგისტირებული.
15 ივნისის თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილეობა 43 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ით ნაკლებია გასული წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქუთაისში დაფიქსირებულ მონაცემებთან.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა