|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საგზაო ნიშნებსა და შუქნიშნებს მცენარეები ფარავს

ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" და "ბალახვნის" უბნის  მიმდებარე ტერიტორიებზე, საგზაო ნიშნებსა და შუქნიშნებს, ხემცენარეები ფარავს. რის გამოც, აღნიშნულ ტერტორიებზე, ავტომობილების მძღოლების თქმით,  მოძრაობის პროცესში შეფერხებები იქმნება.

"დაფარული შუქნიშნები ართულებს გადაადგილებას, გადაბელონ ეს ხეები და დროულად მიაქციონ ყურადღება ვიდრე რაიმე შემთხვევა არ მოხდება,"-ამბობს ქუთაისში მცხოვრები ჯემალ ტყებუჩავა. 

რა პასუხი აქვთ ქუთაისის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, newpress.ge ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან დაკავშირებას ამ წუთებშიც ცდილობს და ინფორმაციას  მათი განმარტბებების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

იხილით ფოტო 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა