|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გორას დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში, გორკის ქუჩის სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთებითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ქუჩის საწყისი მონაკვეთი ბეტონის საფარით უნდამოწყოს. სამუშაოებს, 220 ათას ლარად, ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული შპს „ტობე“ განახორციელებს. ტენდერის პირობების თანახმად, სამშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი ადგილობრივმა თვიმმართველობამ 14 მარტს 256 961 ლარზე გამოცხადა. „ტობე“ ადგილზე 18 სანტიმეტრიან „ალმირებულ“ ბეტონის საფარს 5 039 კვ.მეტრზე დააგებს.

„სოცილაურ ქსელებში და მოსახლეობაშიც გორკის ქუჩა ყბადაღებული თემა იყო. ამიტომ, გავითვალისწინეთ საზოგადოების სურვილი და გორაზე, პირველ რიგში, ამ ქუჩის რეაბილიტაციას დავიწყებთ,“ - აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

ავტორი: თეო ხარაბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა