|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა

ძლიერი ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში   სტიქიამ საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები ახადა და  რამდენიმე ხე წააქცია.

 როგორც ქუთაისის სამაშველო სამსახურში აცხადებენ,  ამ დროისათვის   უკვე 20-დე გამოძახებაა დაფიქსირებული.

ქარმა კორპუსს თუნუქის სახურავი მარი ბროსეს ქუჩის  28-ე ნომერში ახადა.  ადგილზე მოსულმა სამაშველო სახანძრო სამსახურმა დაზიანებული სახურავი ჩამოიღო,  რომლის ახლით ჩანაცვლება, მათი თქმით, დროულად მოხდება.

ქუთაისის სამაშველო სახანძრო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ კოღუაშვილის თქმით:  "ძლიერი ქარი იყო ქუთაისში, რის შედეგადაც, გუშინ დილიდან  გვქონდა გამოძახებები. ყველა გამოიძახებაზე დროულად მოხდა გასვლა და რეაგირება. ძირითადად დაზიანებები სახლის სახურავები და ქუჩაში წაქცეული ხეებია.”

 კოღუაშვილის თქმით, გამოძახება თერჯოლის რ-ნი სოფელ ჭოგნარიდანაც შემოვიდა, სადაც საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

 

ავტორი: მაკა გასაშვილი