|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარიზის ტერაქტის შემდეგ, შესაძლოა, ცვლილება შენგენის ზონაში შევიდეს

უსაფრთხოების სამიტი ვაშინგტონში ჩატარდება. მას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები და ამერიკის უშუალო მოკავშირეები დაესწრებიან. ვაშინგტონში შეკრებამდე ევროპის ლიდერები ლიტვაში შეიკრიბებიან. ეს გადაწყვეტილება დღეს საფრანგეთში მიიღეს, სადაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს შეხვდა. პარიზის ტერაქტის შემდეგ, შესაძლოა, ცვლილება შენგენის ზონაში შევიდეს. ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანამ შესაძლოა შენგენის ზონა დატოვოს. ეს მიღებული პრაქტიკაა, როცა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დროებით ტოვებს შენგენის ზონას. დღეს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ იქნება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პირები, რომლებიც კვეთენ საზღვარს იქნებიან ტერორიზმში ეჭვმიტანილნი, ამ შემთხვევაში საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება მოხდება. ამ ინიციატივას არ იზიარებს იტალია. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ ამ პერიოდში საზღვრებზე რაიმე დაბრკოლება იქნება, ეს სისუსტის გამოვლენა იქნება ევროპული სახელმწიფოების მხრიდან.

ავტორი: ნიუპრესი