|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარინა დახუნდარიძე: "ჯავახიას ადგილი თუ არის მერიაში, აქვე დავიწვავ თავს"

მრავალშვილინი დედა მერიის წინ თავის დაწვით იმუქრებოდა. მარინა დახუნდარიძე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. მისი თქმით, წინა საკრებულოს სხდომაზე შესვლის ნება არ მისცეს და საშვთა ბიურო თერთმეთ საათზე დაკეტეს. მარინა დახუნდარიძე პასუხის მიღებას იმ განცხადებებზე  ითხოვს, რომელითაც მან  ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა. 
"ზვიად ჯავახიამ მასხრად ამიგდო. ხელმოუწერელი განცხადება დატოვა და რომ ვკითხე,   რატომ არის ხელმოუწერელი, მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს ხელს მოვაწერდი, თუ არაო. ზვიად ჯავახიამ დედა შემაგინა და მაგის ადგილი თუა მერიაში,  აქვე დავიწვავ თავს, სხდომაზე ჯავახიამ თავისი ხალხი აიყვანა და ჩვენ ასვლის ნება არ  მოგვცეს. ასეთი უღირსი საქციელით უნდათ მათ წესრიგი დაამყარონ? ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავჯდომარემ, დავით დვალმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. ამ სამმა ადამიანმა უნდა შეჭამონ ქალაქი? ",- აცხადებს მარინა დახუნდარიძე. 
მრავალშვილიანი დედა  კუთვნილი დახმარებების მიღებას და ადგილობრივი თვითმმართველობიდან პასუხის მიღებას ითხოვს. მარინა დახუნდარიძეს რამდენიმე დღის წინ "სპეცილურ სერვისებში" მთავარი სპეციალისტის თანამდებობა შესთავაზეს.

ავტორი: ანა ჯიქია