ზვიად ჯავახია: "მრავალშვილიანმა დედებმა თქვეს უარი მის წარმომადგენლად არჩევაზე"
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა დახუნდარიძის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მას სამსახური შესთავაზეს და მისი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ მრავალშვილიანი დედების წარმომადგენლად არ აირჩიეს.
"ქალბატონს შევთავაზეთ სამსახური "სპეცილურ სერვისებში" მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რეალურად მისი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ არ აირჩიეს მრავალშვილიანი დედების წარმომადგენლად, რადგან თავად მრავალშვილიანმა დედებმა თქვეს უარი მის არჩევაზე. მან მინიმალური ხმები მიიღო",- განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
მრავალშვილიანი დედების წარმომადგენლად ეკატერინე გამყრელიძეა არჩეული.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა