|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ქუთაისში  დააკავეს ერთი პირი,  რომელსაც პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკების დიდი ოდენობა აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გეგი . განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული  საშუალება ბუპრენორფინი, მეტადონი  და ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი - ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის  მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ- 260- მუხლის მე-3  ნაწილისქვეპუნქტით)",ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი