|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე ქალაქის პირველ პირებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევრო ვენი სახლია' - ხელმძღვანელმა გია გოქაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს კონკურსის მიკერძოებულად ჩატარებაში დასდო ბრალი.  გოქაძის განცხადებით, ტესტირებაზე  მიღებულ შედეგებს ნაკლებად ექცეოდა  ყურადღება, რადგანაც კომისის სათავეში საკრებულოს ავმჯდომარე იყო.  სწრედ  ის და ქალაქის მერი  ახდენდნენ ხალხის შერჩევას პირადი სიმპატიისა და პოლიტიკური ნიშნით. გოქაძემ კონკრეტული სახელებიც დაასახელა, რომელთაც მისი თქმით,  ქალაქის პირველი პირები ლობირებენ.

,, ევრო ვენი სახლია' -  თავმჯდომარის გაკვირვებას,  როგორც თავად ამბობს, სხვა  ორგანიზაციების წარმომადგენლების დუმილი იწვევს: ჩემს გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ კონკურსის  შესახებ  არაფერს ამბობენ  არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები,  მიჩნდება კითხვა, მათ რადიკულიტი ხომ არ სჭირთ?!"- ამბო გოქაძე და დასძენს, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ  "მერიაში პალეოლითის ხანა დააბრუნ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე