"შარლ ჰებდოს" კარიკატურისტი: "გული გვერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც მოულოდნელად ჩვენი მეგობრები გახდნენ"
„შარლ ჰებდოს“ ერთ-ერთი გადარჩენილი კარიკატურისტი დასცინის მხარდაჭერის იმ ტალღას, რომელიც რედაქციაზე თავდასხმის და მისი 8 კოლეგის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ბერნარდ ჰოლტროპი, რომელიც პარასკევს, თავდასხმის დროს ოფისში არ იყო, აცხადებს, რომ მხარდაჭერა არის სასაცილო და მას გამოხატავენ ის ადამიანები, რომლებსაც „შარლ ჰებდოს“ არც ერთი ნომერი არასდროს არ უნახავთ. წარმოშობით ჰოლანდიელი ხელოვანი აცხადებს, რომ ამ კვირის შემდეგ "მოულოდნელად გამოჩნდნენ ახალი მეგობრები, მათ შორის რომის პაპი, დედოფალი ელისაბედი და ვლადიმერ პუტინი."
"ჩვენ გული გვერევა ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც მოულოდნელად ჩვენი მეგობრები გახდნენ. მხარს გვიჭერენ ადამიანები, რომლებსაც ერთხელაც არ უნახავთ შარლ ჰებდოს ნომერი. ეს მართლაც სასაცილოა. რამდენიმე წლის წინ ათასობით ადამიანი გამოვიდა პაკისტანის ქუჩებში, რომ პროტესტი შარლ ჰებდოს წინააღმდეგ გამოეხატა. მათ არ იცოდნენ, ეს რა იყო. ახლა კი პირიქითაა." - განაცხადა ჰოლტროპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარასკევს ოფისში არ იმყოფებოდა, რადგან არ მოსწონს სარედაქციო შეხვედრები და მათ არც არასდროს არ ესწრებოდა. ჰოლტროპმა განაცხადა, რომ სწორედ ამან გადაარჩინა სიკვდილს. მისი აზრით, გაზეთმა არსებობა უნდა განაგრძოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ისლამისტების გამარჯვება.
წყარო:news.ge
ავტორი: ნიუპრესი