|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერპოლმა ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. საერთაშორისო პოლიციის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინულმა მხარემ ყოფილ პრეზიდენტზე ძებნის გამოცხადების შესახებ  საერთაშორისო პოლიციას რამდენიმე თვის წინ მიმართა.  მინისტრის, არსენ ავაკოვის ინფორმაციით, ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა უკრაინის ყოფილ პრემიერ ნიკოლაი აზაროვზეც. 
კიევმა ექსპრეზიდენტის გარდა საერთაშორისო ძებნა იანუკოვიჩის მთავრობის კიდევ 22 წევრზე გამოაცხადა. მათ დიდი რაოდენობით თანხის მითვისებას, ფინანსური მაქინაციებსა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
რუსულ მედიის ინფორმაციით, ოფიციალურ კიევს მოსკოვისათვის ექსპრეზიდენტის ექსტრადირების თხოვნით არ მიუმართავს. ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში ცხოვრობს. 

ავტორი: ნიუპრესი