შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც დიდთოვლობის გამო მიმოსვლა 6 იანვრიდან აკრძალული იყო, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ორმხრივად აღდგა, გარდა ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისა - მათთვის მოძრაობა დაშვებულია ჯაჭვების გარეშე. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას აკონტროლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
შსს ცნობით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















