|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამ დრომდე მრავალშვილიანი დედა მერიის მისაღებში რჩება

ამ დრომდე  ქუთაისის  თვითმმართველობის შენობის მისაღებში რჩება მრავალშვილიანი დედა, მარინა დახუნდარიძე, რომელიც  თავის დაწვის მუქარით ადგილობრივი ხელისუფლებისაგან რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას ითხოვდა.  

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, დახუნდარიძეს  გაეწია  სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც  ის  კვლავ მისაღებში იმყოფება. "გაათენებს თუ არა ღამეს ადმინისტრაციულ შენობაში, მისი გადასაწყვეტია“,- აღნიშნა ჯავახიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

მრავალშვილიანი დედა ქალაქის თვითმმართველობას  უყურადღებბაში ადანაშაულებს. მის საპასუხოდ კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა  ზვიად ჯავახიამ მრავალშვილიან ჯახზე გაემული თანხების ოდენობა გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით,  მარინა დხუნდარიძის ოჯახს დახმარების სახით 20 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული. „მარინა დახუნდარიძეს 12 შვილი ჰყავს. ყველა სრულწლოვანი და შრომისუნარიანია.  2014 წლის განმავლობაში ქალბატონ მარინა დახუნდარიძეს (ოჯახს არ აქვს სოციალურად დაუცველის ქულა) ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული აქვს შემდეგი დახმარებები: წლის განმავლობაში ხელფასის და პრემიის სახით აღებული აქვს 6370,98 ლარი; მარინა დახუნდარიძის ოჯახის ყველა წევრი (15 ადამიანი) სარგებლობს უფასო კვების პროგრამით, რაც წელიწადში 7200 ლარს შეადგენს; ის და მისი ოჯახის წევრები უფასო მგზავრობის პროგრამით სარგებლობენ, რაც წელიწადში 2600 ლარს შეადგენს (720 ბილეთი თვეში); ის ყოველწლიურად იღებს 1000 ლარს ,,მრაავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამიდან; ,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამიდან აღებული აქვს 300 ლარი; იღებს სურსათს აღდგომის და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით; სარგებლობს საკურორტო-სარეაბილიტაციო ღონისძიებებით"-აღნიშნულია ჯავახიას მიერ გაცემულ ინფორმაციაში.

ავტორი: ანა ჯიქია