|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალშვილიან დედას საპირფარეშოთი სარგებლობის ნება "ნიუპრესის" ჩარევის შემდეგ დართეს

მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ამ დრომდე ქუთაისის მერიის მისაღებში ზის და წასვლას არ აპირებს. დახუნდარიძის განცხადებით, ის 12 იანვრის დილის 9 საათიდან ადმინისტრაციის შენობის მისაღებში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში საპირფარეშოში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან დაცვის სამსახურის თანამშრომლები შენობის სართულებზე გადაადგილების ნებას არ აძლევენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ ზვიად ჯავახიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც დახუნდარიძეს ადმინისტრაციული შენობის საპირფარეშოთი სარგებლობის ნება დართეს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე, ბექა გერაძე