|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე: "ხელისუფლება პოლიტიკური წნეხის სტრატეგიას მიმართავს"

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორთაძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს, მისი თქმით, ქუთაისის თვითმმართველობიდან საამსახურიდან დაითხოვეს პირები, რომლებსაც კონკურსი და გასაუბრება გავლილი ჰქონდათ. პარლამენტარი პოლიტიკურ რეპრესიებზე მუთითებს, მან ბრიფინგი ქუთაისისა და ვანის მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებ პიებთან ერთად გამართა. "შიო მელაძემ გაიარა კონკურსი ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისი სპეციალისტის პოზიციაზე, გაიარა კონკურსი და გასაუბრება. იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ 3 და 4 იანვარს სამსახურში არ იმყოფებოდა. არადა ეს იყო უქმე დღეები, პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს ანრი თევდორაძეც.  ვანში კი სევერიან ტყეშელაშვილი  გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს",- განაცხადა გია თევდოირაძემ.
სევერიან ტყეშელაშვილი ვანში ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობდა, იგი სასამთოლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.
ქუთაისის მერიაში გია თევდორაძის განცხადებას არ პასუხობენ.

ავტორი: ანა ჯიქია