|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში საპრეტენზიო კომისიამ განაცხადების მიღება დაასრულა

ქუთაისის თვითმმართველობაში საპრეტენზიო კომისიამ განაცხადების მიღება დაასრულა. გასაჩივრებისათვის ორი დღე იყო განკუთვნილი. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის, ბექა ყანჩელის თქმით, კომისიაში სულ 11 განაცხადია შესული. 

"განაცხადების მიღება გუშინ დავამთავრეთ, განხილვაც გუშინვე დავიწყეთ და ამ დროისათვის 4 საპრეტენზიო წერილი განვიხილეთ. 3 დღეში უნდა დასრულდეს განხილვა, რის შემდეგაც ჩვენ მივმართავთ რეკომენდაციით  საკონკურსო – საატესტაციო კომისიას,  თუ რამდენად შეესაბამება კონკურსანტის პრეტენზია იმ გადაწყვეტილებას, რაც გამოიტანა საკონკურსო კომისიამ. 
ბექა ყანჩელმა "newpress.ge"-თან საუბრისას კონკურსის გამჭვირვალობის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურისის ყველა ეტაპი გამჭვირვალედ ჩატარდა.  "თავიდანვე ყველა საუბრობდა იმაზე, რომ კონკურსი არასწორად ჩატარდებოდა, არადა ყველამ იცის, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე. პირველ ეტაპზე თუკი რაიმე გაუგებრობას ქონდა ადგილი, ყველას შეეძლო თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, მეორე ეტაპი ტესტირება იყო და აქ ვერანაირი ხელშეშლა ვერ ექნებოდა. გასაუბრებაზე  მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, იყვნენ არასამთავრობოები, ამიტომ  აქ საეჭვო არაფერია",– განუცხადა "newpress.ge"–ს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარემ ბექა ყანჩელმა. 
საპრეტენზიო კომისია შესული განაცხადების განხილვას 15 იანვრისათვის დაასრულებს. 

ავტორი: ანა ჯიქია