|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბიზნესფორუმი ესტონელ კოლეგასთან ერთად გახსნა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბიზნესფორუმი ესტონელ კოლეგა ტაავი რიივასთან ერთად გახსნა. ფორუმის ძირითადი თემები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისება და საქართველოში არსებული სტაბილური საინვესტიციო გარემო  იყო. " ჩვენი მთავრობა მზად არის, შემოგთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული პირობები საქართველოში თქვენი ბიზნესის საწარმოებლად",- ამ სიტყვებით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართაპრემიერმა ის უპირატესობები შეაჯამა, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს ბიზნესის წარმოებისა და განვითარების კუთხით სთავაზობს. ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესკონტაქტების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.  ტაავი რიივასმა აღნიშნა, რომ არსებობს გამოუყენებელი შესაძლებლობები და ბიზნესფორუმის ჩატარება არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით.
„საქართველოს და ესტონეთს ბევრი საერთო აქვთ და უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეკონომიკური წარმატების მიღწევის სურვილი. მნიშვნელოვანია, შევქმნათ მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესქსელები და ვეძებოთ ახალი საექსპორტო ბაზრები. განვითარებული ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობები ბაზრების დივერსიფიცირების საშუალებას გვაძლევს", - აღნიშნა ტაავი რიივასმა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა  „მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ" 
შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

ავტორი: ნიუპრესი