იმერეთის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საჭადრაკო ტურნირების გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის, ვანის, ბაღდათის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს 173 მოჭადრაკე. გამარჯვებულები დიპლომებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოვებაზე ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგების მქონე მწვრთნელები, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ. „დღეს დასრულდა იმერეთის საკვალიფიკაციო ტურნირი, ასევე იმერეთის ჩემპიონატი, გასახარებელია ის ფაქტი, რომ გამარჯვებულთა უმეტესობა რაიონებიდანაა“, - აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ზაზა ლომინაძემ.
„აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენელმა მიიღო საპრიზო ადგილი. იმერეთის ჩემპიონატის პრიზიორებმა ავტომატურად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი“ , - აღნიშნა იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ალექსანდრე არსენიძემ.
შეჯიბრის ორგანიზატორი იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია
და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი