|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მუნიციპალიტეტში მწვრთნელის სამსახურიდან გაშვებაში პოლიტიკურ ნიშნებს გამორიცხავენ

ვანის მუნიციპალიტეტში მწვრთნელის სამახურიდან გაშვებაში პოლიტიკურ ნიშნებს გამორიცხავენ. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ,  გია თევდორთაძემ ვანში მწვრთნელის სამსახურიდან გათავისუფლებას  პოლიტიკური შეფასება მისცა. სევერიან ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაშვება დაადასტურა. 
" მწვრთნელ – მასწავლებლად ვმუშაობდი, იმის გამო, რომ მას ჩემი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონდათ, რადგან ვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გამათავისუფლეს სამსდახურიდან",– განაცხადა სევერიან ტყეშელაშვილმა.  
"newpress.ge " ვანის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, სადაც მწვრთნელის პოლიტიკური ნიშნის გათავისუფლება უარყვეს. 
"საკრებულომ გამოაცხადა რეორგანიზაცია და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა შტატების შემცირება. პოლიტიკური ნიშანი აქ არაფერ შუაშია. გათავისუფლებულ ადგილებზე უნდა დაინიშნონ ახალი მწვრთნელები. ჯერ მათი ვინაობა ცნობილი არაა. მიმდინარეოს განხილვა".– განაცხადა ვანის სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა თამარ ჟვანიამ. 
სევერიან ტყეშელაშვილი მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

ავტორი: ანა ჯიქია