|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ ალექსანდრე იოსებაშვილი დაინიშნა

საკადრო ცვლილებები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებსაც შეეხო. 2015 წლის 8 იანვრიდან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილედ ალექსანდრე იოსებაშვილი დაინიშნა, ხოლო მოადგილეების თანამდებობები იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ დაიკავეს. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის მოადგილეებს კონკურსის წესით დანიშვნა აღარ ეხებათ. 

ალექსანდრე იოსებაშვილი ამ დრომდე სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, იოსებ ხახალეიშვილი რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი იყო, ხოლო გიორგი ჭიღვარიას ქალაქ ქუთაისის მერის მრჩევლის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ეკავა, ამასთანავე, ჭიღვარია აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორია. 

 

ავტორი: ნიუპრესი