|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარგველაშვილი ჩიჯავაძემ შეცვალა

ქუთაისის  მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე იოსებ ჩიჯავაძე ქალაქის მერმა დღეს წარადგინა.  ჩიჯავაძემ ამ პოსტზე ზურაბ მარგველაშვილი შეცვალა.  ახალი უფროსი სამსახურში ცვლილებებს არ გეგმავს, ის  უკვე არსებული სოციალური პოლიტიკის გაგრძელების დაპირებას იძლევა: "ჩვენი მიზანი და ფუნქციაა ვემსახუროთ ქალაქის მაცხოვრებლებს.  არსებობს დამტკიცებული პროგრამები, რომლის საფუძველზე მოხდება  მოქალაქეების  მოთხოვნების და სურვილების დაკმაყოფილება",-განუცხადა ჩიჯავაძემ ჟურნალისტებს. 

იოსებ ჩიჯავაძე დაიბადა ქუთაისში 1952 წლის 11 მაისს,  დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1991- 93 წლებში იყო სამხედრო ვაჭრობის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1993-2000 თავდაცვის მინისტრის მატერიალური ტექნიკური ბაზის  დას. საქართველოს უფროსი;  2000-2002 საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004-2008 წლებში  იძულებით გადაადგილებულ პირთა საქალაქო სამსახურის უფროსი. 2008-2012 წლებში კი  სოციალური უზრუნველყოფის ჯანდაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

ავტორი: ანა ჯიქია